ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2784 ადამიანს დაუდასტურდა,
გამოჯანმრთელდა 2070 პაციენტი, გარდაცვალა 53 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 906 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 854 630, გარდაიცვალა 13 024 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 2784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1236
შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 137, შიდა
ქართლი - 205, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 174, კახეთი -
143, მცხეთა-მთიანეთი - 88, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი -174.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები