ახალი ამბები
ნამახვანჰესის პროექტი შესაძლოა მთავრობამ გააგრძელოს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტი შესაძლოა მთავრობამ განახორციელოს.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ  პარლამენტში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია დატოვებს თუ არა კომპანია  "ენკა"  ნამახვანჰესის პროექტს, თუმცა სახელმწიფო მასთან მოლაპარაკების პროცესშია და საარბიტრაჟო დავა არ დაწყებულა.

,,დარწმუნებული ვართ, შეთანხმებას მივაღწევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის'',- განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის პროექტს სახელმწიფო თავისთავზე აიღებს და განახორციელებს, ის კითხვები რაც პროექტის ირგვლივ ტრიალებდა აღარ იქნება.

"კომპანია "ენკა" თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, ნამახვანჰესის პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო''.


მიმდინარე წლის სექტმებერში, მას შემდეგ რაც, კომპანია "ენკამ" გაავრცელა განცხადება, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებას წყვეტდა, ეკონომიკის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მხარეებს კომუნიკაციაში დაეხმარებოდა.

"ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემს დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები. იმ წერილის შემდეგ ვამონიტორინგებ ამ პროცესს, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია", - განმარტავდა ნათია თურნავა.

მხარეებს შორის შეხვედრა სექტემბრის შემდეგ, როგორც თურნავა ამბობს,  რამდენჯერმე  შედგა, თუმცა, მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს.

რა მიმართულებით მიდის მსჯელობა და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სამუშაო ჯგუფის მუშაობა, ამაზე არც "ენკაში" საუბრობენ. მხოლოდ იმაზე მიუთითითებენ, რომ შეხვედრების ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა. 

"ჩვენი მხრიდან განცხადება არ კეთდება", -  ამბობენ კომპანიაში. 

შესაბამისად უცნობია კომპანია აგრძელებს სამუშაოებს თუ  სექტემბერში გაკათებული განცხადების თანახმად პროეტს წყვეტს. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  ხეობიდან კომპანიას ტექნიკა გააქვს. 

კომპანია "ენკას" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესი უნდა აეშენებინა, რის გამოც, მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტის და ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ, "ენკამ" მშენებლობაზე უარი 22 სექტემბერს თქვა.

სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია რას გულისხმობს კომპანია ფორსმაჟორში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.