ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები ერთი თვე გაგრძელდება.
ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 29
დეკემბერს შეწყდება და 31 იანვარს განახლდება.
ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და
7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.
საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე
მზარეულებისათვის, სავალდებულოა.
მასალის გამოყენების პირობები