მიმდინარე წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა
ნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა.
ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის
48% აღდგა. 2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34
217 მგზავრს მოემსახურა.
ასევე, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 163 რეისს.
ფრენები კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის მარტში გაჩერდა, რომელიც
ექვსთვიანი გაჩერების შემდეგ აღდგა. ამდროისთვის დავით აღმაშენებლის
საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით
ოპერირებს.
მასალის გამოყენების პირობები