ახალი ამბები
უმუშევრობა და სიღარიბე - ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობამ მოიმატა
FaceBook
ქუთაისში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მოიმატა.
მაია ბობოხიძე ერთ-ერთია იმ 762 ოჯახიდან, რომელსაც სოციალური შემწეობა სულ რამდენიმე თვეა დაენიშნა.

მაია პანდემიამდე  სურსათის მაღაზიაში მუშაობდა, თუმცა მეპატრონემ მცირე შემოსავლების გამო,  იძულებული გახდა  ობიექტი დაეკეტა. 

ორი შვილის დედა ახლა უმუშევარია. 

"ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ ერთი ადამიანი, ჩემი მეუღლე არჩენს, რომელიც ტვირთის გადატანაზე მუშაობს. საქმე ის არის, რომ ეს სამუშაოდ ყოველდღე არ არის", - გვიყვება მაია. 

შემოსვალის გარეშე დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა სოციალური სააგენტოსთვის მიემართა და განაცხადიც დაწერა. 

"დახმარება აპრილის ბოლოს დაგვენიშნა და სულ 320 ლარია.  ეს არის ის თანხა, რომელიც ძირითადი შემოსავალია ჩვენი ოჯახისთვის.  წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ამ თანხით თავის გატანა, მაშინ როცა,  ყველაფერის ფასმა მოიმატა. ეს არის სრული სიღარიბე".

ქუთაისში სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ 7 400 ბენეფიციარია რეგისტრირებული. სოციალურ შემწეობას კი 3 231 ოჯახი იღებს.

საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა პანდემიას უკავშირდებოდა, რადგან სწორედ ბოლო ორი წლის განმავლობაში  ბევრმა მოქალაქემ სამუშაო დაკარგა. 

სოციალური მომსახურების იმერეთის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჭიღლაძის ინფორმაციით, მომსახურების ცენტრში თითქმის ყოველდღე ითხოვენ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსს.

ნინო ჭიღლაძის თქმით, სოციალური აგენტები კვირაში საშუალოდ 25 ოჯახს ამოწმებენ.

,,გაორმაგებულია მომართვიანობა, რის გამოც  აგენტებს დღეში საშუალოდ 25 ოჯაახის შემოწმება უწევთ".




კოვიდპანდემიის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ბოლო ერთი წელია  სოციალურად დაუცველებს სტატუსის გადამოწმების პერიოდში შემწეობის მიღება არ უწყდებათ.

იმერეთის რეგიონში ნოემბრის მონაცემებით 82 216 ადამიანია სოციალურად დაუცველი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის 15,1%-ია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.