"ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა 2015"-ის დიპლომი
ქუთაისის მერს შოთა მურღულიას გადაეცა.
"ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა
და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით", - განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა
კონფერენციაზე
"ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015".
კონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა და
მასზე საქართველოში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შედეგად
ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ
დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის
დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
9 მუნიციპალიტეტიდან საერთო ჯამში 10 პრაქტიკა წარადგინეს, რომელთაგან
ორი, აღურიცხავი ქონების რეგისტრაცია და მონიტორინგის
ელექტრონული სისტემა,
ქუთაისმა
წარადგინა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც აღნიშნა,
რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმის გატარებაში.
მასალის გამოყენების პირობები