ქუთაისის ახალარჩეული საკრებულო სხდომის გასახსნელად დეპუტატების
საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს.
ქვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარე 2 საათზე ჩანიშნულ სხდომას
ვერ ატარებს. სხდომის დასაწყებად 18 დეპუტატია საჭირო, "ქართულ
ოცნებას" კი მხოლოდ 17 წევრი ჰყავს, რადგან მმართველი პარტიის ერთმა
დეპუტატმა ბექა მახარაძემ მანდატზე უარი თქვა, მისი შემცვლელის ჯემალ
ბიბიჩაძის უფლებამოსილების ცნობა კი დღევანდელ სხდომაზე
იგეგმებოდა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლა ოპოზიციამ და სხდომათა დარბაზში არ
შევიდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა თუმცა, თუ ქვორუმი არ
შეიკრიბება, სხდომა არ ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები