"არაეფექტური იყო სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებული
საინფორმაციო კამპანია", -
აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 10 დეკემბერს გამართულ
ბრიფინგზე.
Საქართველოს სახლახო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე 2021 წლის
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.
ომბუდსმენი პირველ რიგში კოვიდინფექციის პრობლემას შეეხო და მის
მართვას სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური უწოდა.
"
სახელმწიფოს მხრიდან Წლის განმავლობაში კოვიდ 19-ის მართვის
მიდგდომებმა და მოდელმა ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას
რეალური საფრთხე შეუქმნა.
Ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო სახელმწიფოს მხრიდან
ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა
ამისა, კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად.
Რეგულაციების დანიშვნისა თუ მოხსნის გადაწყევტილება უმეტეს
შემთხვევაში სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ამის საუკეთესო
მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის
განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.
" - ამბობს ომბუდსმენი.
უფრო მეტიც, ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში რეგულაციები არა
მეცნიერული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებით წესდებოდა.
საქართველოში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26
თებრვალს დაფიქსირდა. მთავრობამ დაგვიანებით შემოიტანა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია , 2021 წლის მარტში, ისევე როგორც
დააგვიანდა ამ მიმართულებით საინფორმაციო კიამპანიის ჩატარება.
შედეგად, დღეის მდგომარებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა
ასეთია:
კორონავირუსის 882 822 დადასტურებული შემთხვევა;
გამოჯანმრთელდა 825 442;
გარდაიცვალა 12 631 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები