ქუთაისის მერია ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო
გალა-კონცერტისთვის სცენით და საჭირო აპარატურით მომსახურებისთვის
ელექტრონულ ტენდერს (NAT210023835) აცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 21 610
ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვაში
გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისში, ცენტრალურ
მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის სცენით, მხატვრული განათებითა
და გახმოვანების აპარატურით მომსახურების გაწევა.
დოკუმენტის მიხედვით, კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი
(4 საათი) უნდა იყოს.
ქუთაისის მერიას 2022 წლის შესახვედრად 11
ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306
500 ლარი
დაიხარჯება.
ფოტო არქივიდან.
მასალის გამოყენების პირობები