ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტზე მუშაობას 10 დეკემბერს დაიწყებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ახალი მოწვევის საკრებულოში,  კორექტირებული ბიუჯეტი ხვალ  უნდა შეიტანოს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს 10 დეკემბერს გადაეგზავნება. ბიუჯეტის პროექტის კომისიური განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.

ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს, მერიას შენიშვნებით უკვე გადაეგზავნა. მანამდე, მისი საჯარო განხილვა გაიმართა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქალაქის პირველ პირებს ფინანსურ დოკუმენტზე საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ მომავალი  წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაზე მოუმზადებლად გაიტანა მერიის სოციალურმა სამსახურმა.  სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს, გაუჭირდა დაესახელებინა მისი სამსახურის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა და შესაბამისად ისიც, თუ რამდენით არის გაზრდილი მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, აღნიშნული სამსახურის პროგრამებისთვის გაწერილი თანხა.

ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის  82 მილიონამდე ლარით განისაზღვრა. მომდევნო წელსაც პრიორიტეტული სფეროები სოციალური, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.