9 დეკემბერს, საქართველოს მესამე
პრეზიდენტის მორიგი სასამართლო ჩატარდება.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის მიერ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გაიმართება.
სხდომა 12:00 საათზე არის
ჩანიშნული.
როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა
გუშინ გავრცელებულ წერილში თქვა, იგი პროცესზე დასწრებას,
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ვერ
შეძლებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა
საქართველოს საზღვარი 28 სექტემბერს გადმოკვეთა. იგი პირველ ოქტომბერს
თბილისში დააკავეს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება მის მიმართ საზღვრის
უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები