სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქუთაისის მერია საახალწლოდ ტრადიციული
ნობათით უმასპინძლდება.
გაყინული ქათამი, ზეთი, შაქარი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი,
რძე, კარაქი, ღვინო და შოკოლადის კანფექტი - ესაა ის "მრავალფეროვანი"
სასაჩუქრე კალთა, რომელიც ქალაქში რეგისტრირებული 4 000 -მდე
შეჭირვბული ოჯახი მიიღებს.
ქუთაისის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სია
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისგან შედგება.
"ესენი არიან მოწყვლადი ჯგუფი მარტოხელები, შშმ
პირები, ისინი ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება'',-
ამბობს ვარლამ გობეჯიშვილი.
სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით
არ იციან საიდან მოხდება პროდუქტის გაცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ფორმით წლებია გაჭირვებლი ოჯახებზე
"ზრუნავს" და თითქმის უცვლელ მენიუს და ასევე,
უცვლელ რაციონს სთავაზობს
სოციალურად დაიცველ ოჯახებს.
მერიამ ამ მოსახურებისათვის სახელმწიფო შესყიდვა
(
NAT210020404)
გამოაცხადა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო ნობათების გადაცემის ვალდებულება შპს
"კვებამ" 197 960 ლარის სანაცვლოდ აიღო.
დოკუმენტის მიხედვით, სურსათი ხარისხიანი უნდა იყოს, რომლის ვარგისიანობა
20 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სადღესასწაულო ნობათების გაცემა
25 დეკემბრიდან დაიწყება და ოთხ დღეში
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები