დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში
კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი.
მისი თქმით, ეს ციფრი მხოლოდ 28% ია, რადგან პირბადე ერთ-ერთი ყველაზე
მძლავრი იარაღია კორონავირუსთან ბრძოლაში.
"პირბადის ტარების
მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში გვაქვს სამარცხვინო –
28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე
მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები,
მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისევ ბევრია. პირბადე და თავყრილობების
თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება.
რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია,
გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი", - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.
მან ისაუბრა ვირუსის ახალ
ვარიანტზეც და თქვა, რომ "ომიკრონი" ლაბორატორიულად საქართველოში ჯერ
არ დადასტურებულა.
5 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსი 3 410 ადამიანს დაუდასტურდა,
გამოჯანმრთელდა 4 732, გარდაიცვალა 46 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები