ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის
პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს.
რეკონსტრუქციის პროექტის შესადგენად
ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაშიც მერია 40 ათას ლარს
იხდის.
ტენდერის მიხედვით, უნდა
მოეწყოს საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, ასევე
ტროტუარის ბორდიურები. ტერიტორიაზე მოწესრიგდება მწვანე საფარი,
დამონტაჟდება სკამები და განათება. ადგილზე მოწეყობა ე.წ. მეკლდერუთა
კედელი იზოლირებული შენობით, სველი წერტილებით და გასახდელებით,
დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების განახლება/ჩანაცვლება, ახალი
შადრევნის მოწყობა, ამფითეატრის რეკონსტრუქციია და ა.შ.
წინადადებების მიღება 7
დეკემბერს იწყება და 10-ში სრულდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი
დაახლოებით 7 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები