აქტივისტი, რომელმაც ქუთაისის მეშვიდე მოწვევის პირველი
საკრებულოს სდომის წონ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყო, პოლიციამ
დააკავა.
როგორც შსს-ში მიუთითებენ სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე
ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
მოქალაქე ზალიკო კუხიანიძემ ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის წინ
რამდენიმე მესიჯი გააჟღერა "კარუსელი 41 ლარიდან", "ხმის ქურდებს
სიცოცხლე", „გაბათილება ჩემზე იყოს“ და განაცხადა, რომ საკრებულო
არალეგიტიმურია.
მან მერიის შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც ადგილზე
მობილიზებუილმა პოლიციამ არ მისცა. იგი ტერიტორიიდან
გაიყვანეს.
მანამდე კუხიანიძემ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა.
"მე პირადად ვნახე და მთელმა ქუთაისმა ნახა როგორ გაყალბდა არჩევნები
ქუთაისში... ქართული ოცნების ყველა დეპუტატი ვინც საკრებულოში ზის
არალეგიტიმურია, იმიტომ რომ მათ ხმები მოიპარეს"- , განაცხადა
კუხიანიძემ.
მისი თქმით იგი ცესკოს თანამშრომელია.
ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა
ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი
მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.
მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა.
დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია.
სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის
საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები