"თავისუფლება მიშას " - ამ სლოგანით არიან წარმოდგენილი ქუთაისის
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ოპოზიციის
დეპუტატები.
ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად
შეიკრიბა.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა
ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი
მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.
მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა.
დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია.
სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის
საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები