იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ.
დააკავეს.
მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.
სამართალდამცველებმა მოსამართლის
განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული
საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული
აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა
დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებები - "მდმა" და "ჰეროინი".
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და
დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით
ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული
ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი".
ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით,
ასევე, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 20
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები