1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფი იზრდება. ცვლილება "ბუნებრივი გაზის
ტარიფების შესახებ" სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც ძალაში
სწორედ დღეიდან შევა.
სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი:
შპს "დიდი დიღმის" მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება.
დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57
თეთრით განისაზღვრება;
შპს "თელავგაზის" მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1
თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით)
58.864 თეთრი იქნება;
შპს "საჩხერგაზის" მომხმარებლებისთვის ტარიფი 0.635 თეთრით იზრდება და
1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება. კომპანია საჩხერის
მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის
ემსახურება;
შპს "დი-ვი-ეს"-ისთვის ტარიფი 0.500 თეთრით იზრდება და 1 კუბური
მეტრის ფასი 51.789 თეთრი იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ
ყალაჯარალას ემსახურება;
შპს "ყამარი მ"-სთვისაც ტარიფი 1 თეთრით გაიზრდება და 1 კუბური მეტრი
გაზის ფასი 51 თეთრი იქნება. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს.
მასალის გამოყენების პირობები