29 ნოემბერს თბილისის საქალაქო
სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზე
ჩატარდება.
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკვე
გავიდა პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა ესკორტის თანხლებით,
თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა მასში
მიხეილ სააკაშვილი.
ცნობილია საქართველოს მესამე
პრეზიდენტის პოზიცია და იგი პროცესზე დასწრებას ითხოვს. თავის მხრივ,
საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა
ორკოდაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მიყვანის
გარეშე სხდომას არ ჩაატარებს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან უკვე იკრიბებიან ყოფილი
პრეზიდენტის მხარდამჭერები.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ
სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია
"იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების
მითვისებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები