ტყიბულში, ღია კარიერზე მომხდარი
უბედური შემთხვევის დროს ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილ 45 წლის
მამაკაცს მაშველები შვიდ საათზე მეტია
ეძებენ.
მასთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლებმა უკვე ამოიყვანეს მომხდარის დროს მიწის
მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი. 65 წლის მამაკაცი
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ტყიბულში, ღია კარიერზე, სადაც ორი
მუშა გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, მიწის მასა დღის 2 საათისთვის
ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ორივე მამაკაცი მიწის ქვეშ აღმოჩნდა.
სამუშაოების მწარმოებელმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც
იგი მუშებს ვერ დაუკავშირდა და მათ სანახავად ადგილზე მივიდა. იგი ამ
დროისთვის ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ტყიბულის მერიის
ინფორმაციით, კარიერზე ქვანახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა,
შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მომხდართან დაკავშირებით
კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
მასალის გამოყენების პირობები