ახალი ამბები
„იდეა ქუთაისისთვის“ გადავადებული მომავლით
FaceBook
საზაფხულო კინოთეატრი, მულტიფუნქციური სველი წერტილები, საბავშვო მინიპარკი, საფეხმავლო და ველობილიკები, მწვანე კუნძული, თეთრი ღამეები და სივრცე  სქეიდბორდერებისთვის - ესაა ის შვიდი იდეა, რომელიც ქუთაისის მერიამ უნდა განახორციელოს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთს შესხმია ხორცი.

იდეები  ქუთაისელ მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც პროგრამა ,,მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022" - ის  ფარგლებში, სლოგანით „იდეა ქუთაისისთვის“, გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს.


საფეხმავლო და ველობილიკის პროექტი


საბავშვო მინიპარკი


მულტიფუნქციური სველი წერტილები


ეს პროექტი, რომელიც ქუთაისში 2019 წლიდან ხორციელდება, მოქალაქეების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის გაძლიერებას

გულისხმობს. თუმცა, Პროექტის დაწყების დღიდან, მოქალაქეების მიერ შეთავაზებული ათობით იდეიდან,  ქუთაისის მერია მხოლოდ შვიდის განხორციელებას გეგმავს. 

შვიდიდან სამმა იდეამ ( სივრცე სკეიდბორდერებისთვის, თეთრი ღამეები და მწვანე კუნძულები)  2020 წელს გაიმარჯვა, თუმცა ისინი 2021 წლის მიწურულსაც არ გაკეთებულა.

მეტიც, ქუთაისის მერია შარშანდელი გამარჯვებული იდეების  განხორციელებსაც 2022 წელს აპირებს. 

„აქამდე დაფიქსირებული იდეებიდან  ერთ-ერთზე, "მწვანე კუნძული",  საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შედგენის ტენდერი დასრულებულია.  თებერვლის  დასაწყისში ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული პროექტი,  რომლის შესრულებაზეც გამოცხადდება ტენდერი და  ე.წ.  ჯაზის ქუჩაზე გვექნება მწვანე კულძული", - აღნიშნავს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე. 

2020 წლის გამარჯვებული პროექტია თეთრი ღამეებიც. პროექტი  გულისხმობს ღამის საათებში თავისუფალი ბაზრობების მოწყობას ქუთაისის ცენტრში. 

მისი ხორცშესხმა, ამჯერად, პანდემიამ შეაფერხა.

ყოველ შემთხვევაში ამ მიზეზს ასახელებს მერია. 

,,ბაზრობა ხალხმრავლობას გულისხმობს. ამას კი მოვერიდეთ პანდემიის პირობებში -", აღნიშნავენ მერიაში.

პანდემია გახდა მიზეზი სკეიდბორდერებისთვის იდეის  განუხორციელებლობის მიზეზიც.

„გამარჯვებულ იდეას პანდემიამ შეუშალა ხელი და ჯერჯერობით არ არის გაკეთებული“, - ამბობს იდეის ავტორი თაზო  ბაბუნაშვილი. 

სკეიდბორდერებისთვის სივრცის შექმნაც 2022 წლისთვის  გადაიდო. მას, თამაზ ბაბუნაშვილის მეორე იდეასთან, ველობილიკის  მოწყობა, გააერთიანებენ. 

ქუთაისის მერიაში იმასაც მიუთითებენ, რომ ველობილიკის გაკეთებას მერიაც გეგმავდა და მერიისა და მოქალაქის პროექტები ერთმანეთს დაემთხვა.

მერიის დაგეგმილ პროექტთან შესაბამისობაში მოვიდა სხვა იდეაც - მულტიფუნქციური სველი წერტილები ქალაქში.   

„საზოგადოებრივი საპირფარეშოები, Მულტიფუნქციური სველი წერტილები. ეს პროგრამა უკვე მოწონებულია საქართველოს ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში. კარგია, რომ მოქალქეების იდეები ადგილობრივი თვითმმართველობის იდეებს ემთხვევა", - აღნიშნა პეტრე ადამაძემ. 

თუმცა 2020 წლის კონკურსში გამარჯვებული იდეების განხორციელების მომავალი წლისთვის გადადებამ გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაშიც და თავად იდეის ავტორებშიც.  

,,რა არის იმდენი გასაკეთებლი, რომ ამდენი დრო, რესურსი ჭირდებოდეს? " - კითხვას სვამს ლომონოსოვის ქუჩის (სადაც მაგალითად, მწვანე კუნძულები უნდა განთავსდეს) ერთ-ერთი ბინადარი.  

,,მონაწილეობითი ბიუჯეტირება მშვენიერია, თუმცა უფრო მოქნილი უნდა იყოს მექანიზმი, რომ მალევე განხორციელდეს. თანაც, წელიწადში  Მარტო სამი კი არ უნდა იყოს, Ხუთი, ექვსი უნდა განხორციელდეს. ასეთი პროექტი უნდა იყოს ბევრი. დასახლებებსა და უბენებში გაჩნდეს  პატარ- პატარა წერტილები, რომელიც სხვა მიმოსვლას და მიმოქცევას განსაზღვრავს", - ამბობს ლევან ბიბილეიშვილი, რომელიც ორი გამარჯვებული იდეის ავტორია. 

„მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022"-ისთვის ბიუჯეტიდან ოთხი გამარჯვებული იდეის ხორცშესასხმელად ასი ათასი ლარია გამოყოფილი. 25 ათასი თითო იდეაზე. მერიაში არ გამორიცხავენ კონკრეტული პროექტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას.  

,,მონაწილეობითი ბიუჯეტირება" ქუთაისი მერიისა და USAID-ის ერთობლივი პროექტია და იგი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს.

,,მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ საშუალებას აძლევს მოქალაქეებს წარმოადგინონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული იდეები. იდეები უნდა ეხებოდეს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ სფეროს, სპორტს, ახალგაზრდულ საკითხებს, შშმ პირების საჭიროებებს და სხვა.  

ეს პროექტი კონკურსს გულისხმობს, რომელსაც აქვს რამდენიმე ეტაპი:  წინადადების ინიცირება, მერიის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა, უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარი კენჭისყრა. ხოლო საპროექტიო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფს, ან იურიდიულ პირს. 

მსოფლიოში პირველი მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი 1989 წელს პორტო ალეგრეში, ბრაზილიაში ჩატარდა.

დღემდე ამ პროექტში, ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 ადამიანს შეაქვს განაცხადი და ბიუჯეტის 20% მათი შეხედულებისამებრ განიკარგება.

პირველი ინიციატივის წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა უამრავ მსგავს პროექტს როგორც ბრაზილიაში, ასევე მთელ მსოფლიოში.

და რა შედეგს დადებს ეს პროექტი ქუთაისში ? - ამას, ალბათ 2022 წელს მაინც ვნახავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.