რატომ სიტყვის თავისუფლება?"
საჯარო ლექცია გაიმართა აღნიშნულ თემაზე დღეს ქუთაისის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში.ღონისძიების მოდერატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის
ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი გახლდათ.
"დღევანდელი დღე ერთგვარად შეიძლება დავუკავშიროთ ადამიანთა
თავისუფლების დაცვის დღეს, იქედან გამომდინარე, რომ სიტყვის და
გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფება არის ადამიანის.
შესაბამისად განვითარებადი ქვეყნებისათვის დღემდე პრობლემად რჩება ის,
რომ არ არის ეს უფლება ბოლომდე დაცული. ამიტომ მსგავსი ფორმის
შეხვედრები ხელს შეუწყობს ამ პროცესის წინსვლას"-ამბობს ლაშა
მესხი.
ლექცია "დოიჩე ველე აკადემიის" ლექტორმა პანდელი პანიმ წაიკითხა.
შეხვედრაზე განხილული იყო თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკა,
სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი ჟურნალისტიკის დეტალები.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები