ტყიბულში, სადაც ერთ-ერთ კარიერზე მიმდინარე სამუშაოების დროს მიწის
მასა ჩამოიშალა, მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა
მოახერხეს.
იგი ერთ-ერთია იმ ორი მუშიდან, რომელიც ჩამონგრეულ მიწის მასაში
მოყვა.
გადარჩენილი პირი 65 წლისაა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
მაშველები პარალელურად ეძებენ მეორე ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ,
ასევე მიწის ქვეშ არის მოყოლილი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ
სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები
არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.
ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასა ოთხი
საათის წინ ჩამოიშალა. ჩამოშლილი მიწის ქვეშ ორი ადამიანი
მოყვა.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ნახშირის მოპოვება უნებართვოდ
ხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები