ქუთაისის საკრებულომ, აღმასრულებელს მომავალი წლის
ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკვე დაუბრუნა.
წარმომადგენლობით ორგანოში
განმარტავენ, რომ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში იყო როგორც
შინაარსობრივი, ასევე, ტექნიკური სახის შენიშვნები.
"კომისიებში განვიხილეთ
მერიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია.
რამდენიმე შენიშვნა გვქონდა და ეს შეეხებოდა კონკრეტული პროგრამის
არსებობას, რომ არ მომხდარიყო მისი დუბლირება. გვქონდა თანხების
გაზრდის მიმართულებით შენიშვნები. მაგალითად, სამედიცინო დახმარების
პროგრამის ნაწილში, რომელსაც წელს თანხა ეზრდება", -
განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
ამ ეტაპზე დოკუმენტის საჯარო
განხილვა სხვადასხვა ფოსკუსჯგუფში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირველი საჯარო
შეხვედრა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს, სადაც ბიუჯეტის
პროექტზე საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდათ.
ბიუჯეტში მომავალ წელსაც
პრიორიტეტული კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და
კულტურული მიმართულებებია. 2022 წლის ბიუჯეტში სფეროების
მიხედვით თანხა ასე ნაწილდება:
ინფრასტრუქტრული პროექტები - 29 929
000 ლარი;
კულტურის სფეროს განვითარება - 8
845 000 ლარი, გაზრდილია 1 300 000-ით.
სოციალური პროგრამები - 5 958 000
ლარი, გაზრდილია 541 000 ლარით,
ეკონომიკის განვითარება - 1 940 000
ლარი, გაზრდილია 170 000 ლარით;
2022 წლის
ბიუჯეტში 33 მილიონზე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში
დასაქმებულების ხელფასზე დაიხარჯება.
საერთო ჯამში კი, ქალაქის მთავარი ფინანსური
დოკუმენტის მოცულობა 82 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც
მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 22 მილიონი ლარით
მეტია.
საკრებულომ მომავლი წლის ბიუჯეტი 24
დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.
მასალის გამოყენების პირობები