ქუთაისის საკრებულოსთვის ავტომანქანის შესაძენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
მერიას სედანის ტიპის ერთი ერთეული ავტომობილის შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25`000 ლარი ქონდა გამოყოფილი. ტენდერით, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოცხადდა, არავინ დაინტერესებულა. გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში
საკრებულოსთვის ავტომობილი უნდა შეეძინა .
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები