სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე
სანქციები მკაცრდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს
ცნობით, გამკაცრების მიზანი, აღნიშნულ სფეროებში სამართალდარღვევების
იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.
ზომები გამკაცრდა სურსათის
უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის კრიტიკული
შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"დაწესდა პასუხისმგებლობა
მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან
ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების
შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც შეიძლება
მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის
ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
ბიზნესოპერატორისთვის 1 000 ლარის ოდენობით, სხვა
ბიზნესოპერატორისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით
ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით
და საქმიანობის შეჩერებას''-, აღნიშნულია
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მკაცრდება სანქციები
არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატების ბაზარზე განთავსების
აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების
შეუსრულებლობისთვისაც.
ცვლილებები ძალაში 4 დეკემბრიდან
შედის.
მასალის გამოყენების პირობები