26 ნოემბერს საქართველოში "შავი
პარასკევი" იწყება, რაც მასშტაბურ ფასდაკლებებთან
ასოცირდება.
დღევანდელ დღეს თითქმის ყველა მაღაზია მომხმარებელს პროდუქციაზე
ფასდაკლებას სთავაზობს.
შავი პარასკევი მადლიერების მეორე
დღეა ამერიკაში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის
დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ
ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში
ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ,
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ
შტატებში.
ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის
ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი "შავი
პარასკევი" 1966 წლიდან დამკვიდრდა.
მასალის გამოყენების პირობები