მომავალ წელს, ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობაში დასაქმებულების ხელფასებისათვის, 33 086 000
ლარი დაიხარჯება.
ეს თანხა 6 602 000 ლარით აჭარბებს
მიმდინარე წლის სახელფასო ბიუჯეტს.
წელს მერიაში, საკრებულოსა და
ააიპ-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე 26 მლნ 484 000 ლარი
იხარჯება.
საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის
ხელფასების მომატება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
წინაასარჩევნოდ დააანონსა. მისი თქმით, საჯარო სექტორი კერძო
სექტორთან სახელფასო თვალსაზრისით "კონკურენციას ვერ უძლებს", ხოლო
მოხელეთა მოტივაცია დაბალია.
"2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ
საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი,
რადგანაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ
მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ
აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. გავზრდით ჩვენ მერების
ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი.
წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს
მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რაც არის უზარმაზარი
ქალაქი", - განაცხადა
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ირაკლი
ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები