საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4804 ადამიანი, გარდაიცვალა 57 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 768 559 ადამიანი,
გარდაცვლილია 11 736 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:
თბილისში გამოვლენილია 1633 შემთხვევა, აჭარა - 184, იმერეთი - 822,
ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი
- 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები