სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე
ატეესის ყოფილი შენობა დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე
მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შენობაში
ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობა კომპანია "სილქნეტს"
ეკუთვნის, თუმცა, ის ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი,
ჯერჯერობით, უცნობია.
ფოტო: გურია news
მასალის გამოყენების პირობები