მესხიშვილის თეატრი საგასტროლო
ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა.
დასმა ნოვა გორიცას დრამატულ
თეატრში ორი სპექტაკლი ,,DUPLET" და "კუ +კოკინა" წარმოადგინა.
გასტროლი ევროპული თეატრების ასოციაციის ეგიდით
განხორციელდა.
Როგორც თეატრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მძიმე ეპიდსიტუაციის
მიუხედავად, სლოვენია მესხიშვილელებს სავსე დარბაზით
დახვდა.
ვიზიტი დღეს დასრულდა და დასი საქართველოში უკვე
გამოემგზავრა.
ლადო Მესხიშვილის დრამატული თეატრი ევროპული თეატრების ასოციაციის
წევრი 2019 წლიდანაა. ასოციაცია წევრ თეატრებს წელიწადში 2-3
გასტროლის ორგანიზებას ავალდებულებს.
საპასუხო გასტროლით ქუთაისს ნოვა გორიცას თეატრიც უნდა ეწვიოს. ვიზიტი
მომავალი წლის მაისის თვეში განხორციელდება.
ამ დროისთვის Მესხიშვილის თეატრის დასის რამდენიმე წევრის
კორონავირუსით დაინფიცირების გამო, დროებით შეწყვეტილია სპექტაკლების
ჩვენება.
მესხიშვილის თეატრი მუშაობას პირველი დეკემბრიდან
განაახლებს.
ფოტო: ნოვა გორიცას
დრამატული თეატრის სცენა
მასალის გამოყენების პირობები