ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების
შემთხვევები და სიკვდილიანობა იზრდება.
ჯანმოს მონაცემებით, გასულ კვირას
ინფიცირების 3,6 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე
მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან 67% ევროპაში
დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით
აღემატება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი
მსოფლიოში კორონავირუსის 3 597 398 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული,
გარდაიცვალა 53,373 ადამიანი.
ინფიცირებულთა სტატისტიკით პირველ
ადგილზეა აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, შემდეგ კი გაერთიანებული
სამეფო.
მასალის გამოყენების პირობები