გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 24 ნოემბერს საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში კი
მოთოვს.
ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა,
შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესები
გამოიწვიოს.
სააგენტოს ინფორმაციით, 25-26
ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და
ნალექიანი ამინდი.
მასალის გამოყენების პირობები