ახალი ამბები
,,სინანული ასწორებს ადამიანს''- ილია მეორე
FaceBook
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში წირვა ჩაატარა და იქადაგა.
ილია მეორემ ადამიანის ცოდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ "სინანული ასწორებს ადამიანს".

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელია ჩვენ გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? წმინდა გიორგი იყო ამ განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და იმპერატორის საყვარელი ადამიანი. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით ეპყრობოდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა თავისი დამოკიდებულება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელია ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი ნანობს და იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მრავალი განსაცდელია ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთადერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ტვინს, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს'',- აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებაში.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.