ქუთაისის ოპერის თეატრი მომავალ წელს სიახლეებით შეხვდება.
ამ სიახლეებიდან ერთ-ერთი მოსალოდნელი კონკურსია.
კონკურსი საშემსრულებლო სფეროს ეხება და მის შევსება- განახლებას
გულისხმობს.
როგორც თეატრში აზუსტებენ, კონკურსის შედეგად არავის გაშვება არ
იგეგმება.
„ყველა შენარჩუნდება და დაემატება ახალი ძალები"- ამბობენ
თეატრში.
კონკურსს მომავალი წლის იანვრიდან ელოდებიან. თუმცა, Ზუსტი თარიღები
ჯერ ცნობილი არ არის.
კონკურსი აღორძინების პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თეატრს მსოფლიოში ცნობილი
შემსრულებელი, საოპერო რეჟისორი და იმპრესარიო ორლინ
ანასტასოვი დაეხმარება, რომელიც ქუთასისის ოპერის თეატრთან
საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით ითანამშრომლებს.
ა
ღორძინების პროექტი, კულტურის სამინისტროში
შემუშავდა.
იგი გულისხმობს, როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და
თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე შესაბამისი ინვესტიციის
განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით,
მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფას და
საერთაშორისო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას.
მასალის გამოყენების პირობები