დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ე.წ. ბუსტერ
დოზით აცრისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ქვეყანაში დამატებითი დოზა 8 ათასამდე ადამიანმა უკვე
გაიკეთა.
"დღევანდელი მონაცემებით, 8
ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. მე თვითონ ორჯერ ვიყავი
აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას,
გაიკეთოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინა ექვსი-რვა თვის
განმავლობაში მუშაობს, ხოლო მესამე, როგორც კვლევები აჩვენებს,
ეფექტურობას 10-12 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.
ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან 6
თვის შემდეგ კეთდება.
მასალის გამოყენების პირობები