საქართველოს მასშტაბით, 169 სკოლის
საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
ამდენივე სკოლის მოსწავლეები განათლებას დისტანციურად იღებენ. ონლაინ
გაკვეთილები სულ 438 კლასის მოსწავლეებს უტარდებათ.
ონლაინ სწავლებაზე მყოფი სკოლების
რაოდენობა შემცირებულია. 6 ნოემბრის მონაცემებით, დისტანციური
გაკვეთილები 171 სკოლის მოსწავლეებს უტარდებოდათ.
წინა კვირის მაჩვენებელთან
შედარებით, შემცირებულია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები
მასწავლებლებსა და მოსწავლეებშიც. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში
კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების –
0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის
ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.
მასალის გამოყენების პირობები