საქართველოს მესამე პრეზიდენტი
გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო
ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო
ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ იქ
შეწყვეტდა შიმშილობას.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს
სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს,
სამოქალაქო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად
შესთავაზა.
შიმშილობა შეწყვიტა "დროას" ლიდერმა
ელენე ხოშტარიამაც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში
გადაყვანის მოთხოვნით, 17 დღე იშიმშილა. შიმშილობა
შეწყვიტა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.
მასალის გამოყენების პირობები