ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების მიხედვით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  1  890 700  ლარით გაიზარდა.
ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს, სადაც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განმარტა, რომ ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახადის და პრივატიზების გეგმის გადაჭარბებამ გამოწვია.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო პრივატიზებიდან (სხვადასხვა ქონებების გასხვისებიდან) 6 მილიონ 600 ათასი ლარის მიღება, ამ დროისთვის კი, ბიუჯეტში შესული თანხა 7 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.

გადაჭარბებაა ქონების გადასახადის ნაწილშიც, სადაც მიღებული თანხა ჯამში,  2 მილიონი 200 ათასი ლარით აჭარბებს დაგეგმილს.  ამ გზით ბიუჯეტში 12 მილიონ 700 ათას ლარის მობილიზება მოხდა.

"ქონების გადასახდის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიღებული ქონების გადასახადი, თუმცა, კონკრეტულად რამდენი შეადგინა ამ თანხამ, ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს აქვს. ჩვენთან თანხა ჯამურად მოდის", - ამბობს დავით ნიშნიანიძე.

მისი განმარტებით, მიღებული თანხა ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვას მოხმარდება.

ქუთაისის 2021 წლის მთავარის ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  93 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.