10 121 პენსიონერი, რომელიც კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინით 8 ნოემბრის შემდეგ აიცრა, ერთჯერად 200
ლარიან დანამატს მიიღებს. თანხის
გაცემა დღეიდან დაიწყო.
60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დანამატი ,,ლიბერთი ბანკის''
საპენსიო ანგარიშზე ერიცხებათ.
ჯამში, გასაცემი თანხის რაოდენობა 2 024 200 ლარი შეადგენს.
200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით
8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.
60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან
სრულად ვაქცინირებულები არიან და "ბუსტერ დოზას" იკეთებენ, ერთჯერად
ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.
ბენეფიციარები, რომლებზეც დანამატის გაცემა 2021 წლის განმავლობაში
ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პენსიონერები, რომლებიც
რვა ნოემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით აიცრებიან, 200 ლარიან
დანამატს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები