სახალხო დამცველი, მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს
აქვეყნებს.
ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნის
მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კრიტიკულია. ექსპერტ-სპეციალისტთა შეფასებით, კლინიკა ამჟამად არის
ფორმირების ეტაპზე, სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ
იმყოფება, რაც მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში პრობლემას
წარმოქმნის.
"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი
მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად
გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში,
კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18
დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ნათქვამია
დასკვნაში.
ექსპერტები #18 დაწესებულებაში 16
ნოემბერს შევიდნენ. შვიდი სპეციალისტის მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა
შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა, ასევე, გაეცნო
დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს.
მასალის გამოყენების პირობები