ქუთაისის მერია იმერეთის მეფეთა რეზიდენციას
რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.
ოქროს ჩარდახის პროექტის შედგენისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე
გამოაცხადა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის
კეთილმოწყობაც.
პროექტის შედგენა ბიუჯეტს 75 000
ლარი დაუჯდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება
კვლევითი სამუშაოების ჩატარება, შემდეგ მომზადდება რეაბილიტაციის
პროექტი, მომხდენო ეტაპი დეტალურ ხარჯთაღრიცხვას გულისხმობს, ბოლოს კი
უნდა განხორციელდეს პროექტის ზედამხედველობა.
პროექტი უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნულ სააგენტოსთან.
ქუთაისის მერია პროექტის გამოცდილი
სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ მომზადებას
ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები