ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ინფორმაციით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის
3.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 584
ადამიანი.
ჯანმოს ყოველკვირეულ ანგარიშის
მიხედვით, გაზრდილია როგორც ინფიცირების, ასევე, გარდაცვალების
შემთხვევები. გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი
შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით
გაიზარდა.
ახალი შემთხვევების რაოდენობა
გაიზარდა ამერიკის, ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის
რეგიონებში.
დაინფიცირების შემთხვევებით პირველ
ადგილზეა აშშ, შემდეგ მოდის რუსეთი, მესამე ადგილზე კი
გერმანიაა.
მასალის გამოყენების პირობები