20 ნოემბერს, ქუთაისში, მესამე
პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეთა
სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ თავად მიხეილ
სააკაშვილს, "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას და ყველა იმ ადამიანს,
ვინც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით
შიმშილობს.
"ქვეყანაში შექმნილი
მდგომარეობის გამო, რომელიც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის ხანგრძლივი შიმშილობით, მასთან ერთად ოთხი შვილის დედის,
პარლამენტარ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით,
მოშიმშილე მხარდამჭერების რაოდენობის ზრდით და ხელისუფლების მხრიდან
გამოჩენილი გულგრილობისა და არაადეკვატური შეფასებების გამო, ვმართავთ
სოლიდარობის აქციას.
საინიციატივო ჯგუფი
მოგიწოდებთ, ქუთაისში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით
ქალებს, გამოხატოთ სოლიდარობა საქართველოში განვითარებული
მოვლენებისადმი, შემოგვიერთდეთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია
მიმდინარე მოვლენებზე და მოვუწოდოთ ხელისუფლებას გადადგას გონივრული
ნაბიჯი, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტისთვის და "დროას"
თავმჯდომარისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის
მიწოდება", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია 11.00 საათზე მესხიშვილის
თეატრის წინ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები