ქუთაისში ექიმების ნაწილი
პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს,
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო
საავადმყოფოში.
ექიმების თქმით, ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ
მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია.
"ყოველდღიურად ვუყურებთ
როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს. გლდანის
სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ
უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და
აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი
გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის
კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.
თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის
დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო
სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც
მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს
მოწოდებას", - ნათქვამია ექიმების
მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი 47 დღეა
შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლო ყიფშიძის თქმით, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები