ოპოზიციის ლიდერები და მათი
მხარდამჭერები დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან.
აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციისა მოთხოვნა უცვლელია -
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
"ჩვენ ყოველდღიურად უნდა
გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ
რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა", - განაცხადა ნიკა
მელიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა
შიმშილობს. მან სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების მიუხედავად,
შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში
გადაიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები