ახალი ამბები
პარლამენტში დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
FaceBook
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.

“უპირველს ყოვლისა, გაზრდილია ხარჯების ნაწილი 395 მილიონით და ასიგნებები 18 მილიარდ 840 მილიონ ლარს აღწევს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5%-დან გაზრდილია 10%-მდე. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისათვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში. ეს მონაცემი შენარჩუნებულია და აქედან გამომდინარე, ნომინალში 65 მილიარდ ლარს აღწევს. ასევე, შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აღწევს 52.2%-ს“
, - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

კოვზანაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ბევრი მხარჯავი სუბიექტის დაფინანსება. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 71 მილიონით. მისი თქმით, ინიცირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები.

“ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხარჯვით ნაწილს შეეხება. კერძოდ, 175 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდოს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


წყარო: ipn



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.