დღეს ეკონომიკურ საბჭოზე
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში
განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოს სხდომაზე, მედიკამენტების ფასებზე
ისაუბრა. მისი თქმით, ფასები ძალიან მაღალია და საქართველომ ამ
საკითხში ევროპული ქვეყნების გამოცდილება უნდა
გაიზიაროს.
"უკვე წლებია, ასე
განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან.
რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში.
ახალს არაფერს ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ,
რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის
ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება,
თანაც დროული",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის
შუალედური ანგარიში პრემიერს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ
ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები