1 დეკემბრიდან საქართველოში 18 წლის
და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ტურისტები ე.წ "მწვანე პასპორტით"
სარგებლობას შეძლებენ.
"მწვანე პასპორტის" გამოყენება
შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში იქნება
მოცემული ინფორმაცია კერძო პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რაც
გულისხმობს:
PCR ტესტების ჩატარების
ისტორიას
ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას
SARS-CoV--2-ით ინფიცირების ისტორიას
სად დაგვჭირდება "მწვანე პასპორტი"?
"მწვანე პასპორტით" სარგებლობა
საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:
კვების ობიექტები;
რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ
სივრცეები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
სპა-ცენტრები;
ფიტნეს-დარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტების საბაგირო გზები.
სად არ დაგვჭირდება "მწვანე პასპორტი"?
საზოგადოებრივ ტრანსპორტში და
მაღაზიებში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ იქნება.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა
იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ
მოქალაქეებისთვის.
მათთვის, ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი
გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე
ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი
ლაბორატორიიდან.
18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ "მწვანე
პასპორტის" წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა,
სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე
ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
მასალის გამოყენების პირობები