პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების
მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი
ეკონომიკური ზრდა. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3%
შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი
ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის
პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა
პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4
მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7
მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს
შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022
წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს
შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5
500 აშშ დოლარს", - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მთავარ
გამოწვევად კვლავ სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და ოკუპაცია
რჩება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
შედეგები და მას ოპოზიციისთვის გაკვეთილი უწოდა.
"ოპოზიციისთვის ეს რთულად
მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როცა რვაჯერ ხალხი გეუბნება უარს
და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ეს იქნება, ალბათ,
მორიგი გაკვეთილი მათთვის", - განაცხადა
პრემიერმა.
მისი თქმით, თუ ოპოზიციას რეალური
დებატები სურს, ამის ადგილი პარლამენტშია.
მასალის გამოყენების პირობები